იმერეთის გუბერნატორმა ხონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
თარიღი : 31-12-2015, 15:32 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ხონის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ხონში დღეიდან სათნოების სახლის რეაბილიტირებული შენობა ამოქმედდა. (ა)იპ "სათნოების სახლი" წლების მანძილზე ყოფილი საბავშვო ბაღის ავარიულ შენობაში იყო განთავსებული და 120-მდე ბენეფიციარს არასათანადო პირობებში უწევდა მომსახურებას. შენობის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი დაიხარჯა.
იმერეთის გუბერნატორმა და გამგებელმა ჯემალ მებუკემ ასევე, ა(ა)იპ ხონის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის რეაბილიტირებული შენობა გახსნეს. პროექტის ფარგლებში ტრიბუნები მოეწყო, გარემონტდა მსაჯთა და სპორტსმენთა ოთახები და შენობამდე მისასვლელი გზა დაიგო.
ხონში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - სამუსიკო სკოლის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 150 000 ლარით დაფინანსდა. სამუსიკო სკოლაში სრულად განახლდა საკონცერტო დარბაზი და სარეპეტიციო ოთახები.
მუნიციპალიტეტში ასევე, გორდი-კინჩხას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო და სოფელ კინჩხაში მდინარე ღალდას ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა.