პროკურატურა სატელეფონო საუბრების ფარულ მოსმენას განაგრძობს
თარიღი : 12-10-2013, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

2012 წლის პირველი ნოემბრიდან 2013 წლის 9 მაისამდე საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ 1207 შუამდგომლობით მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა ავრცელებს.
"აღნიშნული შუამდგომლობები შეიცავს საიდუმლო მონაცემებს და აქედან გამომდინარე, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ ინფორმაცია ქსეროასლების ან ელექტრონული სახით," - ნათქვამია მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩილინგარაშვილის მიერ ორგანიზაციისათვის გაგზავნილ წერილში.