ქუთაისს მირზაანის შენობა აჩუქეს
თარიღი : 30-12-2015, 16:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მირზაანის ყოფილი შენობა ქალაქს გადმოეცა. როგორც ცნობილია, აღნიშნული საჩუქარი ქალაქს VTB ბანკმა გაუკეთა. ცნობილია ისიც, რომ შენობის რეაბილიტაციის შემდეგ ადგილზე ტურისტული ცენტრი გაიხსნება. ამ საკითხზე დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შენობაში ჯერ სახინკლე, შემდეგ კი ტოტალიზატორი ფუნქციონირებდა.