Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"წყალტუბო ძველ სტატუსს აღიდგენს და ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს ყველა სტუმარს"

თარიღი : 30-12-2015, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლი კონსტანტინე მამისეიშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

"ძვირფასო თანამემამულეებო, უნიკალური კურორტის წყალტუბოს მცხოვრებლებო!.. მინდა გულითადად მოგილოცოთ შობა-ახალი წლის დღესასწაული, ფეხბედნიერი ყოფილიყოს იგი თითოეული თქვენგანისათვის. მშვიდობა, სიკეთე, ბედნიერება მოეტანოს ჩვენი სამშობლოსათვის, ძველ წელს დარჩენოდეს ყოველდღიური ცხოვრების სიმძიმე, ადამიანებს ჭეშმარიტად დაბრუნებოდეთ რწმენა მომავლისა.

შობა-ახალი წელი ისეთი დღესასწაულია, რომლის დასაწყისში ყოველთვის ხდება განვლილი დღეების თვალის გადავლება და შეფასება. ამიტომ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ რთული, მაგრამ იმედიანი წელიწადი გავიარეთ...ჩვენ თქვენთან ერთად ბევრი რამ დავინახეთ, ვისწავლეთ, ერთად გავითავისეთ შენების, აღდგენის განახლების პასუხისმგებლობა. წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა და დამსვენებელთა რაოდენობა, ეს კი რა თქმა უნდა მომავალი წარმატების საფუძველია.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი, მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, შევქმნათ სამუშაო ადგილები, დავძლიოთ უსახლკარობისა და უმუშევრობის პრობლემები, დავნერგოთ ახალი პრიორიტეტები, განვახორციელოთ ინრასტრუქტურული, სოციალური პროექტები, ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის განვითარებას, ახალი საწარმოების, კოოპერატივების შექმნას.

მომავალი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება ჩვენთვის, ახალი სიცოცხლით აღვსილი, თანამედროვე სტანდარტებითა და სერვისით აღჭურვილი წყალტუბო ძველ სტატუსს აღიდგენს და ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს ყველა სტუმარს.

ახალი წელი მინდა მივულოცო ჩვენ თანაქალაქალებად ქცეულ დევნილებს გვესმის თქვენი ტკივილი და გასაჭირი. გულთან მიგვაქვს, გითანაგრძნობთ და ვცდილობთ შეგეშველოთ ამ ტვირთის ტარებისას. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წელი ახალსახლობას და უკეთეს პირობებს მოგიტანთ. თუმცა, გვჯერა რომ ძალიან მალე ასრულდება თქვენი და ჩვენი ოცნება რასაც აფხაზეთში დაბრუნება ჰქვია!

ახალი წელი მინდა მივულოცო ჩვენს ძვირფას პედაგოგებს, ექიმებს, ჩვენს უფროს თაობას, ყველა იმ წყალტუბოელს და ჩვენი ქალაქის გულშემატკივარს ვისაც წვლილი აქვს შეიტანილი წყალტუბოს აღმშენებლობის საქმეში. ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა აქციონ წყალტუბო ყველასგან გამორჩეულ და ამავე დროს თანამედროვე ევროპულ კურორტად.
გისურვებთ ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს, ახალ გამარჯვებებსა და წინსვლას თქვენს საქმიანობაში. ახალ 2016 წელს გავცეთ მეტი სიყვარული, სითბო, ვიყოთ უფრო სამართლიანები, გულისხმიერები, მიმტევებლები და მადლიანები, ჯანმრთელობას, ბარაქას, ბედნიერებას დაესადგურებინოს თქვენს ოჯახებში!,"-ნათქვამია გამგებლის მილოცვაში.


ნანახია: 1720-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე მოსახლეობას 2017 წელს ულოცავს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე 2016 წელს აჯამებს და მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
მაჟორიტარმა დეპუტატმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წყალტუბოში სამომავლოდ დაგეგმილ
ახალ წელიწადს უნდა მივეგებოთ განწყობით, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მიზანდასახულობა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის,

ამინდი