Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ აფასებენ მოქალაქეები იმერეთის რეგიონის გამგებლების საქმიანობას?

თარიღი : 30-12-2015, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2015 წელს, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?,“ - ამგვარი იყო გამოკითხვა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 5 479-მა პირმა მიიღო. გამოკითხვის შედეგები კი ამგვარად გადანაწილდა: ხმების 49.01% (2685 ხმა) ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აიღო. მეორე ადგილზე საჩხერის გამგებელი მალხაზ ბაზაძე გავიდა. ბაზაძის საქმიანობა დადებითად გამოკითხვაში მონაწილეთა 43.44%-მა, 2 380-მა ადამიანმა შეაფასა. გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეებმა დადებითად შეაფასეს წყალტუბოს გამგებლის, კონსტანტინე მამისეიშვილის საქმიანობა. მამისეიშვილს მხარი გამოკითხულთა 2.5%-მა, 137-მა ადამიანმა დაუჭირა. გამოკითხვაში მონაწილეთა ხმების 1.81% (99 ხმა) შეხვდა ვანის გამგებელს ზაზა ხურციძეს. გამოკითხვაში მონაწილეთა კეთილგანწყობა დაიმსახურა ჭიათურის გამგებელმა სულხან მახათაძემ. მახათაძის სასარგებლოდ არჩევანი გამოკითხვაში მონაწილეთა 1.24%-მა (68 ხმა) გააკეთა. რაც შეეხება იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების დარჩენილ ნაწილს, გამოკითხვის მიხედვით, შედეგები ასეთია: ბაღდათი-ირაკლი გეგეშიძე - 9 (0.16%); ზესტაფონი-ტარიელ თუთარაშვილი - 34 (0.62%);სამტრედია-ვალერიანე ფოცხვერია - 8 (0.15%); ხონი-ჯემალ მებუკე - 15 (0.27%); ტყიბული-რობიზონ გვენეტაძე - 14 (0.26%); თერჯოლა-თეიმურაზ ჯაფარიძე - 30 (0.55%).

http://topnews.com.ge/photo/news/20151230130016.png


Topnews.com.ge აქტიურობისთვის მადლობას უხდის გამოკითხვაში მონაწილე თითოეულ ადამიანს.


ნანახია: 3141-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში და გამოავლინეთ მერი, რომლის მუშაობა თქვენი აზრით, საზოგადოების დადებით შეფასებას იმსახურებს.
გამოკითხვაში მონაწილეებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიის, წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის, ენერგო
გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 227-მა მოქალაქემ მიიღო.
როგორ აფასებთ ქუთაისის მერის შოთა მურღულიას საქმიანობას?,- აღნიშნული კითხვით საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge შეეცადა ქალაქის

ამინდი