საპასუხო წერილები ავღანეთიდან ქუთაისელ მოსწავლეებს

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საპასუხო წერილები გაუგზავნეს. ბავშვებს წერილები III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმა მიუტანეს. მათ ერთ-ერთი წერილის ავტორს საჩუქრად პირველი კლასის რიგითის, გიორგი ვერულაშვილის მიერ 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის სახელით გამოგზავნილი ჭადრაკი გადასცეს. სამხედროებმა პატარა მეგობრებს ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების მისიისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მსოფლიოს ერთ-ერთი ცხელი წერტილიდან - ბაგრამის საავიაციო ბაზიდან სკოლის მოსწავლეებს 22-ე ბატალიონი ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩაერთო. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებმა თანადგომისთვის და დადებითი ემოციებისთვის პატარა მეგობრებს გულითადი მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. მოსწავლეებმა კი სამხედროებს კონცერტი შესთავაზეს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაასრულეს.
ღონისძიება პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში განხორციელდა. სამხედროებსა და ბავშვებს შორის მსგავსი კომუნიკაციის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.