Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის ლექსო თამაზაშვილის ახლობელი პოლიციელი, რომელსაც არასრულწლოვნების ცემა ბრალდება?

თარიღი : 29-12-2015, 20:04 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
სახალხო დამცველის აპარატმა და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"-მ თერჯოლაში, სამართალდამცავების მიერ სამი არასრულწლოვნის ცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

როგორც Topnews.com.ge-ს ომბუდსმენის ოფისში განუცხადეს, ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტების შეგროვება მიმდინარეობს, რის შემდეგაც დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნება.

თერჯოლაში მომხდარი ფაქტის გახმაურების შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ტყიბულის მკვიდრი ჯ.გ. დაუკავშირდა. მისი თქმით, ანალოგიურ შემთხვევას ტყიბულში ადგილი ჰქონდა ორი წლის წინ, იმ დროს, როდესაც ტყიბულის პოლიციას ირაკლი დათუაძე ხელმძღვანელობდა (დათუაძე ამჟამად თერჯოლის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებს).

ჯ.გ.-ს განცხადებით, ორი წლის წინ, სამართალდამცავებმა მისი 11 წლის შვილი სკოლიდან, გაკვეთილების პროცესის მიმდინარეობის დროს გამოიყვანეს და ტყიბულის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მიზეზად, კი 11 წლის მოზარდის მიერ თანატოლების ცემა დაასახელეს. რესპონდენტი აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები განუვითარდა.

"ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მივმართეთ, საიდანაც ჩამოგვივიდა დასკვნა, რომ ნამდვილად გადაცდომას ჰქონდა ადგილი პოლიციელების მხრიდან. არავითარი ცემა არ ყოფილა. უბრალოდ ის იყო, რომ ირაკლი დათუაძემ ჩემს მეუღლესთან დაწყებული კონფლიქტი შვილზე გადაიტანა," - აცხადებს ჯ.გ.

Topnews.com.ge თავად ირაკლი დათუაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ორივე შემთხვევაში არასრულწლოვნების მხრიდან ადგილი სამართალდარღვევას ჰქონდა.

"თერჯოლაში პატრულირების დროს, ერთ-ერთ მაღაზიასთან ლანდი შენიშნეს პოლიციელებმა და მანქანა იქვე მიაყენეს. ეს ის მაღაზია იყო, რომელიც ზაფხულში გაქურდეს და დღესაც გაუხსნელია. მაღაზიის წინ დახლები დგას. სამი არასრულწლოვანი დახლების ქვეშ იყვნენ შემალულები. პოლიციელებმა ისინი განყოფილებაში მოიყვანეს. რაც შეეხება ტყიბულის ფაქტს, არასრულწლოვანმა ბავშვები სცემა. მაშინ გენერალურმა ინსპექციამ მოიკვლია ეს შემთხვევა. ახსნა-განმარტებები მივეცით მეც და ჩემმა თანამშრომლებმაც და სანქციებიც იქნა დაკისრებული," - ამბობს ირაკლი დათუაძე.

თერჯოლის პოლიციის უფროსი არც პარლამენტარ ლექსო თამაზაშვილთან ახლობლობას მალავს. დათუაძე აცხადებს, რომ ის და თამაზაშვილი ახლობლობენ, თუმცა მსგავსს საქმეებზე არ აწუხებს.

"სხვა ახლობლებიც მყავს. ლექსო თამაზაშვილი არც ისეთი ახლობელი არის. ყოველდღე არ ვხვდებით ერთმანეთს და არც ასეთ რაღაცებზე ვაწუხებ," -აცხადებს ირაკლი დათუაძე.


ნანახია: 3404-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდის თქმით, ერთ-ერთი სამართალდამცველი უჩა გავაშელაშვილია, რომელიც ახალგაზრდებს მაღაზიის ძარცვის საკუთარ თავზე აღებას
თერჯოლის პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით დღეს თერჯოლაში პოლიციის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია
არსებული ინფორმაციით, ბავშვების ცემა პოლიტიკური მოტივით მოხდა.
მოდებაძემ პოლიციის განყოფილებაში მინა ჩაამსხვრია და ინვენტარი დაამტვრია, რის შემდეგაც მამაკაცი ჭრილობებით ტყიბულის საავადმყოფოში
როგორც დაშავებული და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ისინი ტაქსით მეგობრიდან სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათი ავტომობილი

ამინდი