"სპეციალურმა სერვისებმა" თანამშრომლებს საჩუქრები გადასცა
თარიღი : 29-12-2015, 18:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ააიპ "სპეციალური სერვისები" ტრადიციას აგრძელებს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გელა გაგუამ "სპეციალური სერვისები"-ს იმ თანამშრომლებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიეკუთვნებიან, დამდეგი-შობა ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად საახალწლო ნობათი გადასცა. საჩუქარი კომპანიის 10-მა თანამშრომელმა მიიღო. როგორც კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნული ტიპის აქცია "სპეციალური სერვისები"-ს წინასაახალწლო ტრადიციას წარმოადგენს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
R
R