Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნიკეას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თარიღი : 29-12-2015, 16:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ნიკეას ქუჩაზე არსებული გზის საფარი დაზიანებული და ამორტიზირებული იყო, რაც მოძრაობის შეფერხებასა და ხერგილების შექმნას იწვევდა. არ იყო დაცული საგზაო უსაფრთხოების ნორმებიც. ქუჩის სრული განახლების შედეგად გაუმჯობესდება ავტოსატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა, რაც ქალაქს არსებული ხერგილებისგან განტვირთავს და გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება. აღსანიშნავია, რომ ნიკეას ქუჩა ქუთაისის ყველაზე დიდი ქუჩაა. ამჟამად, ქუჩის ერთი ნახევრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის მეორე ნახევრის რეაბილიტაციას კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

ნიკეას ქუჩა სამზოლიანია.რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდება შემზღუდავი გამყოფი ზოლი მარადმწვანე ბუჩქებით. ქუჩის ორივე მხარეს მოეწყობა ახალი ტროტუარები. ამავდროულად, გამოიცვლება გარე განათება და სანიაღვრე სისტემა.

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 7 მლნ 200 ათასი ლარია.


ნანახია: 2366-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი შიდა ქუჩების კეთილწმოყობას ითვალისწინებს
21 ოქტომბერს 11 საათზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რეაბილიტირებულ ნიკეას ქუჩას გახსნის
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, ნიკეას ქუჩა
გთავაზობთ ვიდეო მასალას, რომელშიც აღბეჭდილია ნიკეას ქუჩის იმ გზის მდგომარეობა, სადაც ქუთაისელ მოსახლეობას თვეებია გადაადგილება

ამინდი