"მოვუწოდებ ქუთაისის მერიას, დაანებონ თავი ამ გზების შევიწროვებას"
თარიღი : 29-12-2015, 16:08 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას ქალაქში პარკირების საკითხის მოწესრიგებისაკენ მოუწოდებს. წულაიას განცხადებით, მისი მოთხოვნაა, რომ ყველა ახალ შენობას, რომლის მშენებლობის ნებართვასაც ადგილობრივი ხელისუფლება გასცემს, მიწისქვეშა სადგომი ჰქონდეს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე ქალაქის #1 საჯარო სკოლასთან "ვენდი"-ს ობიექტის მშენებლობა გააპროტესტა და განაცხადა, რომ მისი ექსპლოატაციაში გაშვება ქალაქში დამატებით საცობებს შექმნის.
"ქუთაისში ისედაც აუტანელი მდგომაროებაა პარკირების მხრივ. ამ ობიექტის მშენებლობის დასრულება საცობებს გამოიწვევს. მოვუწოდებ მერიას, დაანებონ თავი ამ გზების შევიწროვებას," - ამბობს გოგი წულაია.