მაღალმთიან რაიონებში თოვლს ელოდებიან
თარიღი : 29-12-2015, 15:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 დეკემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.
მოსალოდნელია ნალექი, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. გაძლიერდება ქარი. 30 დეკემბერს ზღვაზე შესაძლებელია 3-5 ბალიანი შტორმი.
მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და თოვლის ზვავები, რამაც შესაძლოა ფასანაური-კობის, სტეფანწმინდა-ლარსის და სხვა საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვები გამოიწვიოს.