ქუთაისის საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრები დარიგდა
თარიღი : 29-12-2015, 15:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრები დარიგდა. ნობათი ქალაქის 35 ბაღის 9 900-მა აღსაზრდელმა მიიღო. საჩუქრები ერთ-ერთ ბაღში ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლორთქიფანიძემ დაარიგეს.
„მომავალი წლიდან საბავშვო ბაღებში დაგეგმილია ხელფასების ზრდა. აშენდა 2 ახალი ბაღი და რამდენიმეზე მიმდინარეობს მიშენება. წელს კვება სამჯერადი გავხადეთ და ასევე დავნიშნეთ მეორე ცვლის პედაგოგები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მაქსიმალური ყურადღება მიექცეს სკოლამდელ დაწესებულებებს,“- განაცხადა შოთა მურღულიამ.
ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საჩუქრები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 62 142 ლარის ფარგლებში შეიძინა. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს დასრულდა და მომავალი წლის 25 იანვარს განახლდება.