საჩხერის მაჟორიტარმა სოფელ პერევში მცხოვრებ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადასცა
თარიღი : 28-12-2015, 23:27 | კატეგორია: ახალი ამბები

საჩხერის მუნიციპალიტეტის ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევში, საქართველოს პარლამენტის ვიცე -სპიკერი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე და გამგებელი მალხაზ ბაზაძე ქარძმანის მოსახლეობას შეხვდნენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 42 ოჯახს მანანა კობახიძემ საახალწლო ნობათი საჩუქრად გადასცა. შეხვედრაზე საუბარი საზღვარს იქით დარჩენილი სოფლის მოსახლეობის ტრანსპორტირებასაც შეეხო. აღსანიშნავია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტმა, საჩხერე პერევისა და ქარძმანის მიმართულებით საავტობუსო რეისისთვის ბიუჯეტში თანხა უკვე გამოყო. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველოსბის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.