ზესტაფონელი მრევლი მეუფის პენსიაში გაშვებით კმაყოფილია
თარიღი : 11-10-2013, 18:02 | კატეგორია: ახალი ამბები

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი პენსიაში გავიდა. აღნიშნულ მეუფესთან ერთდ სინოდმა პენსიაში
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი თადეოზიც გაუშვა.
მეუფე ვახტანგის მიმართ მრევლს პრეტენზიები მის მრუშობასა და კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა. გარდა ამისა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის რამდენიმე მოძღვარი აღსარების გათქმის შანტაჟსა და ამავე შანტაჟის მუქარით ზესტაფონში ოჯახების დანგრევაში იყვნენ მხილებული. პროტესტის ნიშნად მრევლმა რამდენჯერმე მეუფეს ეპარქიის კარიც აუჭედა.
მეუფე ვახტანგთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლი სინოდის გადაწყვეტილებას მიესალმება.