Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ხვდებიან იმერეთის მუნიციპალიტეტები ახალ წელს?

თარიღი : 28-12-2015, 23:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ახალ, 2016 წელს, იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტი განსხვავებული პროგრამით ხვდება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალი წლის ღონისძიებების პროგრამა 30 დეკემნბერს იწყება. უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება საახალწლო პროგრამა ადგილობრივი საშემსრულებლო კოლექტივების მონაწილეობით. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება. 31 დეკემბერს, ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება. ახალი წლის ღამეს ზესტაფონელებს ცნობილი მუსიკალური ბენდი „ოჩოს ქოხი“ და „ჯეოსტარელი“ მურთაზ ბაშალეიშვილი უმღერებს. დასაწყისი 22:00 საათზე.
http://topnews.com.ge/photo/news/20151228230139.png


ჭიათურაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე მოსახლეობასთან ერთად, საზეიმოდ გაანათა მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ, რის შემდეგაც გამგებელმა ახალი წლის მოახლოება ნაძვის ხის ირგვლივ თავმოყრილ პატარებსა და თითოეულ ჭიათურელს მიულოცა. მოსახლეობისათვის წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალური ნაწილი და სკვერები განსხვავებული დიზაინით მოირთო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 31 დეკემბრის საღამოს ჭიათურა ახალ წელს სადღესასწაულო კონცერტითა და ფოიერვერკებით შეეგებება.
http://topnews.com.ge/photo/news/20151228231033.png

ახალ წელთან შესახვედრად ღონისძიებების კვირეული იმართება ქუთაისში. 29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ქალაქში საახალწლო ბაზრობები, სხვადასხვა წარმოდგენა და კონცერტია დაგეგმილი.
როგორ ხვდებიან იმერეთის მუნიციპალიტეტები ახალ წელს?

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგზარდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მანანა გოფოძის ინფორმაციით, საახალწლო კვირეული ხონში საინტერესო ღონისძიებებით დატვირთული იქნება. 31 დეკემბერს, ტრადიციულად, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, ღია ცის ქვეშ შეკრებილ მოქალაქეებს 2016 წლის შემობრძანებას ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები - მარიამ ელიეშვილი, გიორგი გოგოლაური და ლადო დონღვანი მიულოცავენ.
როგორ ხვდებიან იმერეთის მუნიციპალიტეტები ახალ წელს?

რაც შეეხება წყალტუბოს, მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლის შენობაში, პირველ იანვარს, ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ვოკალური ანსამბლის -,,ოცნებისა'' და სამეჯლისო ჯგუფის ,,Crazy butterfly'' -ს კონცერტი გაიმართება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტი დამდეგ 2016 წელს კონცერტით შეხვდება, რომელიც 22:00 საათზე დაიწყება.

http://topnews.com.ge/photo/news/20151230121606.png


ნანახია: 5089-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი წლის ღამეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.
გთავაზობთ იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი ახალ, 2017 წელს გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ადგილობრივი მხატვრული კოლექტივებისა და
ახალ წელთან შესახვედრად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კონცერტია დაგეგმილი, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას

ამინდი