Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წარმატებული სპორტსმენები და სპორტული კლუბები ქუთაისში

თარიღი : 28-12-2015, 20:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებამ 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. გამარჯვებულებს საჩუქრები და სიგელები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს. მერის გადაწყვეტილებით, მათ ფულადი პრემიაც ჩაერიცხებათ.

წლის სპორტსმენად საქართველოს, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე საქართველოს თასის მფლობელი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე დასახელდა.

წარმატებული სპორტსმენების ათეულში მოხვდნენ:
ბექა ლომთაძე–თავისუფალი ჭიდაობა.
ლაშა ფხაკაძე–მშვილდოსნობა.
მერი არაბიძე–ჭადრაკი.
ნანა ძაგნიძე–ჭადრაკი.
ვახტანგ ახობაძე და ზურაბ ბუცხრიკიძე, პარაოლიმპიელები, მკლავჭიდი.
ონისე სოსელია–კონგბოქსინგი.
გიორგი ლომთაძე–ძალოსნობა.
ლევან გუგავა–ძიუდო.
ჯამბულ ქურდიანი–სამბო.

საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ამირან წიქორიძე–სუმო.
ასევე გამარჯვებული ვეტერან სპორტსმენებში გამოვლინდა და ჯილდო ბერძნულ–რომაული ჭიდაობის წარმომადგენელს ენდი გოგლიჩიძეს გადასცეს.

დასაჩუქრდნენ საუკეთესო კლუბები: სარაგბო კლუბი –"აია", ჰოკეის ქალთა გუნდი, ხელბურთელ ვაჟთა გუნდი, ფრენბურთელ ქალთა და ვაჟთა გუნდები.

ქალაქის მერმა სპორტსმენებს წარმატება მიულოცა. სპორტის განყოფილების თანამშრომლებს კი შესრულებული სამუშოებისთვის მადლობა გადაუხადა.


ნანახია: 2404-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრას სპორტსმენებთან ერთად მათი მწვრთნელებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ქალაქის მერს მადლობა გადაუხადეს.

ამინდი