ქუთაისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს კვების რაციონს უზღუდავენ?
თარიღი : 28-12-2015, 17:39 | კატეგორია: ახალი ამბები

"ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის საბავშვო ბაღებში 29 დეკემბერს სამჯერადი კვების ნაცვლად, ორჯერადი კვება იქნება. ცამციშვილის თქმით, მას აღნიშნული ინფორმაცია მშობელმა და პედაგოგმა მიაწოდეს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ ქუთაისის საბავშვო ბაღებში სამჯერადი კვების ნაცვლად იქნება ორჯერადი კვება. ასევე, კვების რაციონში არ იქნება ხორცი. მოვუწოდებ ადგილობრივ თვითმმართველობას, გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია," - აცხადებს ცამციშვილი.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.