Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ შევხდეთ ახალ 2016 წელს?

თარიღი : 28-12-2015, 15:21 | კატეგორია: რჩევები   
topnews.com.ge
ახალ წელს დიდი და პატარა ერთნაირი მოუთმენლობით ელის. ეს ხომ ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია. ვარსკვლავები კი უკვე მზად არიან გაგვიმხილონ, თუ როგორ შევხვდეთ ცეცხლოვანი მაიმუნის წელს ისე, რომ მან იღბალი მოგვიტანოს. ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, არც ერთ მაიმუნის წელს არ ჩაუვლია წყნარად, რადგან ეს ცხოველი გამოირჩევა ცნობისმოყვარეობით, მოუსვენრობითა და ბობოქარი ტემპერამენტით. ამასთან წლევანდელი მაიმუნის წელი ცეცხლის ნიშნის ქვეშაა, ამიტომ ის მოულოდნელობებით იქნება აღსავსე.

როგორ მოვრთოთ სახლი 2016 წელს?

პირველ რიგში მაიმუნის ფორმის ფიგურა შეიძინეთ და გამოსაჩენ ადგილას მიუჩინეთ ადგილი. ეს ცხოველი ხომ სიცოცხლილთ სავსე, ენერგიული და ცნობისმოყვარე არსებაა. უმჯობესია ინტერიერი გააფორმოთ კაშკაშა ფერებში. უპირატესობა მიანიჭეთ წითელს, იისფერს და იასამნისფერს. დაუშვებელია შავი და ნაცრისფერი ტონების გამოყენება, ამით თქვენ მაიმუნს გაანაწყენებთ.მაიმუნს ყველაფერი კაშკაშა და მბრწყინავი მოსწონს, ამიტომ მოსართავები შეგიძლიათ არა მარტო ნაძვის ხეზე არამედ მთელს სახლში განალაგოთ.

როგორ მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე 2016 წელს?

მაიმუნის წელი მოდის და ამ ცხოველს ყველაფერი მბრწყინავი და მდიდრული იზიდავს. აუცილებელია, რომ წითელი ფერი ჭარბობდეს თქვენს ნაძვის ხეზე, წელს ხომ ცეცხლოვანი (წითელი) მაიმუნის წელია. შეარჩიეთ პატარა ზომის სათამაშოები, წითელ, მწვანე ან ცისფერ ფერებში. მორთვა უფრო გაგიადვილდებათ თუ ჯერ ნაძვის ხეზე შემოახვევთ ნათურებს და მათ აანთებთ მორთვისას. ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, მაიმუნს ფული უყვარს, ამიტომ შეგიძლიათ ნაძვის ხეზე ქარალდის კუპიურებიც დაკიდოთ.

როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა 2016 წელს?


აუცილებელია პირველ რიგში დაიმახსოვროთ, რომ მაიმუნს არ უყვარს მორთულ-მოკაზმული საჭმელი, მისთვის ამ საკითხში უმნიშვნელოვანესი ბუნებრივობაა, ხოლო საკვები რაც მეტი იქნება მით უკეთესი. აი, ჭურჭელი კი აუცილებელია იყოს გაფორმებული ჭრელი ორნამენტებით (სასურველია თუ სპეციალური საახალწლო ჭურჭელი მოგეპოვებათ). დაიმახსვრეთ, რომ წელს აქტუალური ფერია წითელი და სტაფილოსფერი, რომელიც არა მარტო მოსართავებში არამედ საჭმელშიც უნდა დომინირებდეს, ყოველ მათგანს მიეცით ფერი სხვადასხვა დანამატებით (მაგ.: პომიდორი, ბულგარული ტკბილი წიწაკა, ბოლოკი, ჭარხალი). არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყოთ სუფრაზე ბანანი და ფერად-ფერად, ლამაზ ქაღალდებში გახვეული ფოჩიანი კანფეტები.მაიმუნს არამარტო ეგზოტიკური ხილით, ეგზოტიკური საჭმლითაც გაახარებთ, მოამზადეთ რამე ისეთი რაც მანამდე არასოდეს გაგიკეთებიათ ან გაგისინჯავთ. გარისკეთ და მაიმუნს აუცილებლად აღაფრთოვანებთ. 2016 წელი ხომ ექსპერიმენტების წელია. შეგიძლიათ ფანტაზიას გასაქანი მისცეთ და მოამზადოთ ხილის სალათი, მთავარია სიამოვნება მიიღოთ ამ დღით, არ დაგავიწყდეთ კარგად გართობა და მხიარულება, მუსიკა, ცეკვა.


ნანახია: 2839-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქს მიმდინარე წელს ახალი ნაძვის ხე არ ექნება.
ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი იხარჯება.
დამდეგი ახალი წელი ქუთაისელებს ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა მიულოცეს.
საახალწლო ნაძვის ხეს მომავალ კვირაში გააწყობენ.

ამინდი