Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩვენ ის მომავალი თაობა ვართ, ოცნებების ასასრულებლად უკან ერთი წამითაც რომ არ დავიხევთ"

თარიღი : 28-12-2015, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იმ ადამიანების საახალწლო სურვილებს, განცდებსა და ნატვრას გაგაცნობთ, რომელთაც ქვეყნის მომავალი თაობა ჰქვიათ. აღნიშნულ თემაზე Topnews.com.ge-ს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხა-ს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ტასო ფარქოსაძე ესაუბრა.

"ბევრია ოცნება, აუხდენელი უფრო მეტი, მაგრამ მისაღწევი ყველაზე მეტი. დღეს გვიწევს ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ელემენტარული და საჭირო საგნები და არა მარტო საგნები, ბევრი ადამიანის ოცნებად ქცეულა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბევრი ოცნებობს თბილ სახლზე თუ მოსიყვარულე ოჯახზე... უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ მოზარდები არიან ამ ,,დღევანდელობის" მსხვერპლნი...ვფიქრობ, ქვეყნისათვის დიდი სირცხვილია ამდენი ადამიანის გულისტკივილი და ოცნება ასეთ ელემნტარულ თემებს მოიცავდეს. და ამ ფონზე,გვყავს ადამიანები, რომელთა ოცნებაც მხოლოდ სწრაფი ინტერნეტი, ,,მაღალპიქსელიანი" სელფის კამერა და iphone 6-ია.

გულსატკენი და საწყენია ეს არათანაბარი დამოკიდებულება და შეხედულება „ოცნებების“ მიმართ, მაგრამ ეს ცხოვრებაა, ეს რეალობაა...ის რეალობა რომელშიც ძალით უნდა იარსებო...ასეთ რეალობაში ბევრს სიკვდილიც კი საოცნებო და სანატრელი გაუხდა. ბევრი ქართველისთვის ოცნებად ქცეულა საკუთარ მიწაწყალზე ფეხის დადგმა, ,,ფეხშიშველად საკუთარ მამულზე გავლა".

ჩვენ ის თაობა ვართ, რომ ვოცნებობთ და იმედს არ ვკარგავთ აფხაზეთის თუ საქართველოს სხვა მრავალი ტერიტორიის მონახულებაზე, იქ დაბრუნებაზე და მასზედ თავისუფლად გავლაზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საღად მოაზროვნე თაობა ვართ, ის ხალხი ყველაფერს რომ გააკეთებს სამშობლოსათვის და არა ის „გაფუჭებული“ თაობა, როგორებიც ბევრს ვგონივართ.

ვიმედოვნებ, ბევრი ქართველი ახალგაზრდის ოცნება ერთიანი და მთლიანი საქართველოა,რადგანაც ნაწილ-ნაწილ ვერ ვიქნებით სრულყოფილნი...აფხაზეთი, ოსეთი და ბევრი ტკივილიანი იარის მოშუშება წინაპრებისთვის. ვიმედოვნებ, მრავალი იქნება ჩემი აზრის გამზიარებელი. გახსოვდეთ, ჩვენ ის მომავალი თაობა ვართ, ოცნებების ასასრულებლად უკან ერთი წამითაც რომ არ დავიხევთ და არავის არ დავუთმობთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის!

ეს არის ჩემი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის სურვილი,ოცნება,რომელსაც აქვს შანსი რეალობად იქცეს!!!! გისურვებთ,მომდევნო და თქვენი ყოველი წელი ოცნებების ასასრულებლად საჭირო დაუღალავ შრომაში გაგეტარებინოთ!!!".


ნანახია: 1916-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ზვიად ქურდაძე აფხაზ თანატოლს წერილს უგზავნის.
პოლიტიკოსის განცხადებით, ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.
ჯეჯელავა გამოეხმაურა პრემიერის მიერ დღეს დაანონსებულ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის
მთავრობის მეთაური ჭიათურის მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ 'ქართული ოცნების' გუნდს აქვს

ამინდი