Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პარლამენტი მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს

თარიღი : 28-12-2015, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს, 28 დეკემბერს პარლამენტში მთავრობის წევრების კანდიდატების მოსმენა გაიმართება, 29 დეკემბერს კი პლენარული სხდომა ჩატარდება, რომელზეც ნდობის საკითხს განიხილავენ.

"პარლამენტში შემოვიდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატად წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის წარდგინება, რომელშიც ის გვთხოვს გამოვუცხადოთ ნდობა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. ორივე დოკუმენტი შემოსულია პარლამენტში. გიორგი კვირიკაშვილმა თავად გააკეთა განცხადება, რომ არის მინიმალური ცვლილებები. კერძოდ, კვირიკაშვილის პრემიერად წარდგენის გამო ვაკანსია გაჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე და ამ თანამდებობაზე წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. დანარჩენი მთავრობის წევრები უცვლელადაა პარლამენტისთვის წარმოდგენილი ნდობის მისაღებად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე წარმოდგენილია სამთავრობო პროგრამა – "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის", რომელიც გადამუშავდა პრემიერობის კანდიდატის მიერ. "ჩვენ უკვე ვიწყებთ ჩვენს საქმეს. უნდა ჩატარდეს მთავრობის და მისი პროგრამის მოსმენები კომიტეტებში, პოლიტიკურ ჯგუფებში და შემდეგ პლენარულ სხდომაზე განვიხილოთ მთავრობისა და პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. 29 დეკემბერს, 12:00 საათიდან, დაგეგმილი გვაქვს პლენარული სხდომა, რომელზეც ნდობის საკითხს განვიხილავთ, ხოლო 28 დეკემბერს, დღის განმავლობაში უნდა დავგეგმოთ საპარლამენტო კომიტეტებში და პოლიტიკურ ჯგუფებში აღნიშნული საკითხის განხილვა", - განაცხადა უსუფაშვილმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, გაითვალისწინეს წინა პრეცედენტები, კერძოდ, კომიტეტები და სამინისტროები დაჯგუფებული არიან თემატურ ბლოკებად. ამასთან, საკომიტეტო მოსმენებისთვის გამოყოფილია ორსაათნახევარი, შემდეგ კი დაიწყება პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა. "ამის შემდეგ რეგლამენტი ითვალისწინებს პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩატარებას. ჩვენ შევაჯამებთ შედეგებს, დასკვნებს და უკვე მოვემზადებით სამშაბათს, 12:00 საათიდან პლენარული სხდომისთვის. აქ დღის წესრიგში ეს ერთი საკითხი იქნება", -განაცხადა უსუფაშვილმა.

commersant.ge


ნანახია: 2206-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები, სავარაუდოდ, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი მოხსენებით ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, პარლამენტის გადმოტანა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკური დღის წესრიგში არ
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე დეპუტატები დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ პლკენარული სესიის დასრულებისას განაცხადა, „პარლამენტში ცხადდება განგაში იმის თაობაზე, რომ ბომბია.

ამინდი