Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრებმა ევროკავშირის დროშა დახატეს

თარიღი : 27-12-2015, 22:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
„წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრებმა, საქართველოსთვის ევროპის 30 ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად, წყალტუბოს სპორტის სასახლის წინ, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ევროკავშირის დროშა დახატეს.

ამ სიმბოლური აქციით ახალგაზრდები შეეცადნენ საზოგადოებისათვის დამატებით მიეწოდებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია.

„ჩვენს მიერ დახატული დროშა ყველა გამვლელს შეახსენებს, რომ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა უკვე შესაძლებელია. ჩვენ მომავლშიც შევეცდებით თითოეულ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. ვგეგმავთ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რათა ვიზალიბერალიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა იცოდეს იმ სიკეთის შესახებ, რომელიც მოაქვს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას. ეს განსაკუთრებით დაგვეხმარება ჩვენ, ახალგაზრდებს რათა ჩვენი მომავალი დავუკავშიროთ დასავლეთს და დასავლურ ღირებულებებს. ვიზალიბერალიზაცია არის საშუალება მეტი სტიმული გვქონდეს მივიღოთ ევროპული განათლება და შემდგომ ჩვენი რესურსი მოვახმაროთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებას,“ - აცხადებს წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე, ლუკა ქუთათელაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის დადებითი დასკვნა 18 დეკემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი ხდება თავისუფალი გადაადგილება შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი), ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) და შენგენის 4 კანდიდატ სახელმწიფოს (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია).


ნანახია: 2101-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოქალაქები დადებითად აფასებენ უვიზოდ მიმოსვლას და მოუწოდებენ თანამოქალაქეებს, რომ დაიცვან ვალდებულებები, რომელიც ევროპაში
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა გამოწვევებით სავსე პერიოდში მიიღო,
ხიდის სახელის მინიჭების შემდეგ, ტურიზმის განვითარების ცენტრში უვიზო მიმოსვლასთან, მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით საჯარო
"Topnews"-თან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინებზე, "ქართული ოცნების" მიერ დაშვებულ

ამინდი