Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ქუთაისი ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდება

თარიღი : 27-12-2015, 21:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე გაანათეს. ნაძვის ხე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თვამჯდომარემ დავით დვალმა და საჯარო მოხელეებმა ბავშვებთან ერთად საახალწლო სიმღერის თანხლებით აანთეს. შოთა მურღულიამ ქალაქს დამდეგი შობა –ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქუთაისში ერთ–ერთი საუკეთესო ნაძვის ხეა.

http://topnews.com.ge/photo/news/20151227210827.png


ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი დაიხარჯა. მოცემულ თანხაში შედის, როგორც ძველი სანათების და ნაძვის ხის აღდგენა, ასევე ახალი ლოლოების შეძენა და საახალწლო აქსესუარების მონტაჟის და დემონტაჟის სამუშაოები.

http://topnews.com.ge/photo/news/20151227210914.png

,,მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წელს, ქალაქის მერიამ უარი თქვა ახალი ნაძვის ხის და სანათების შეძენაზე, რისთვისაც 250 000 ლარი იყო საჭირო. მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის , საახალწლო ნობათების რაოდენობის გასაზრდელად და სხვა სოციალური პროგრამების განსახორციელებლად გადანაწილდა. ჩვენ ვაგრძელებთ საახალწლო ღონისძიებებს და ქუთაისი ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდება,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ცნობისთვის, ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბრიდან იწყება და18 იანვრამდე გასტანს.


ნანახია: 1960-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი იხარჯება.
მთავარი ნაძვის ხის გარდა, ქალაქში საახალწლო აქსესუარებიც განათდა.
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა. ნაძვის ხე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ შვილებთან ერთად აანთო.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქს მიმდინარე წელს ახალი ნაძვის ხე არ ექნება.
საახალწლო ნაძვის ხეს მომავალ კვირაში გააწყობენ.
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ სიმბოლურად ბავშვებთან ერთად