თერჯოლის პოლიციაში 3 არასრულწლოვანს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სამართალდამცველები 3 არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც თერჯოლის მკვიდრი თენგო გამეზარდაშვილი აცხადებს, საღამოს საათებში ის და მისი ორი მეგობარი ქუჩაში იყვნენ, მოულოდნელად კი მათთან სამართალდამცველი მივიდა და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.
ახალგაზრდის თქმით, ერთ-ერთი სამართალდამცველი უჩა გავაშელაშვილია, რომელიც ახალგაზრდებს მაღაზიის ძარცვის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით ემუქრებოდა.
"მე, რომ ვუთხარი მაღაზიის ძარცვა რა შუაშია, უბრალოდ 3 ახალგაზრდა ქუჩაში ვიდექით და მეგობრებს ველოდებითთქო, მან მიპასუხა, რომ თუ არ იტყოდნენ, რომ მაღაზიის ძარცვა სურდათ, ტომარას აიღებდა, მასში სიგარეტების კოლოფებსა და ლუდის ბოთლებს ჩაყრიდა და ძარცვას დააბრალებდა. ჩვენ ვეუბნებოდით, რატომ გვაბრალებთ არაფერ შუაში არ ვართთქო და მათ ამის შემდეგ ცემა და გინებები დაგვიწყეს. ღამის 9 საათზე აყვანილები დილის 5 საათზე გამოგვყარეს პოლიციის შენობიდან,"- ამბობს უჩა გავაშელაშვილი.
topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ახალგაზრდები პოლიციის შენობაში გადასამოწმებლად წაიყვანეს, რაც შეეხება ცემას და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისინი არ ადასტურებენ.
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თუ ოჯახებს რაიმე პრეტენზია აქვთ, შეუძლიათ, რომ გენერალურ ინსპექციას მიმართონ.