ტყიბულში საახალწლო ნაძვის ხიდან სათამაშოებს იპარავენ
თარიღი : 27-12-2015, 19:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში განთავსებული საახალწლო ნაძვის ხისგან აქსესუარები იკარგება. ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ცენტრი მოსახლეობას ნაძვის ხის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.
"ძვირფასო ტყიბულელებო, მოგესალმებით ყველას და გილოცავთ შობა-ახალი წლის მოახლოებას! ამავე დროს დიდი გულისტკივილით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ნაძვის ხე, რომელიც ასე მოუხდა და გაგვილამაზა ისედაც კოპწია ჩვენი ქალაქი, ყოველდღიურად იძარცვება და ნადგურდება სათამაშოებისაგან. ახალ წლამდე ალბათ, თუ ასე გაგრძელდა, არც ერთი სათამაშო აღარ ექნება. მოგმართავთ ყველას და მოგიწოდებთ, რომ ნუ გაანადგურებთ ამ სილამაზეს, ნუ ჩაამსხვრევთ ლამპიონებს და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ამ სილამაზეს და ათასფერადად განათებულ ქალაქს," -ნათქვამია განცხადებაში.