წყალტუბოში არსებული 20 სანატორიუმიდან, 3 მათგანით ინვესტორები დაინტერესდნენ

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის თქმით, წყალტუბოში არსებული 20 სანატორიუმიდან, 3 მათგანით ინვესტორები უკვე დაინტერესდნენ.
ჭიჭინაძის თქმით, გარდა იმისა, რომ წყალტუბო უნიკალური სპა კურორტია, ამ მუნიციპალიტეტში ასევე სათამაშო ბიზნესი გადასახადებისაგან არის გათავისუფლებული, რაც ბიზნესმენების წახალისებას უწყობს ხელს.
გუბერნატორის თქმით, წყალტუბო ძველ დიდებას იბრუნებს.
"წყალტუბოს ტერიტორია უნიკალური ადგილია. აქ არის უნიკალური ტყე. წყალტუბოში ბევრი რამ კეთდება. ძველი განადგურებული სანატორიუმების რეაბილიტაცია იწყება. უკვე შემოღობეს ყოფილი "მეშახტის" სანატორიუმის ტერორია, სადაც სამუშაოები უკვე დაიწყო. ასევე, ინვესტორები არიან ჩამოსულები ისრაელიდან, რომლებიც ერთ-ერთი სანტორიუმით დაინტერესდნენ. ასევე, ქართველი ინვესტორი არის დაინტერესებული "ცისკარით", ეს ძველი სანატორიუმია. ასე, რომ 20 სანატორიუმიდან 3-ს რეაბილიტაცია უკვე დაიწყება. ასევე, ველოდოებით სხვა ინვესტორებსაც. იმის გარდა, რომ წყალტუბო საოცრად ცნობილი სპა კურორტია, აქ სათამაშო ბიზნესია გათავისუფლებული ყველა გადასახადიდან. წყალტუბოში ისეთი გზები გაკეთდა, არასოდეს, რომ არ ყოფილა. ასევე აეროპორტია 15კმ-ში. მოკლედ, რომ ვთქვათ წყალტუბო შესანიშნავ ქალაქად იქცევა", - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ "მე-2" არხის გადაცემა "ეპიცენტრში".