Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისში ლიფტისა და ცემენტის ქარხნები გაიხსნება"

თარიღი : 27-12-2015, 14:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის თქმით, ქუთაისში უახლოეს მომავალში წყლის, კანალიზაციისა და დასაქმების პრობლემა მოგვარდება.

როგორც ჭიჭინაძე ამბობს, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 86 მილიონი, საკანალიზაციო ქსელის მოსაწყობად კი ევროპის განვითარების ბანკიდან 102 მილიონი ევროა გამოყოფილი.

გუბერნატორის განმარტებით, ქუთაისში ლიფტისა და ცემენტის ქარხნების გახსნის საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ჩინურ კომპანიასთან.

"ქუთაისში ახლა ძალიან დიდი პროექტები მიდის. წყლის პრობლემა ყოველთვის იყო და 86 მილიონი არის გამოყოფილი, რათა მოხდეს პრობლემის მოგვარება ამ ქალაქში. ასევე, ევროპის განვითარების ბანკმა გამოყო 102 მილიონი ევრო კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებისათვის. ამ სამუშაოებზე, რა თქმა უნდა, ქუთაისელები არიან დასაქმებული. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში გაიხსნა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - ე.წ ჰუალინგი. ახლა მიდის მოლაპარაკება ჩინეთთან, რომ ორი დიდი ქარხანა ჩამოიტანონ ქუთაისში. ეს იქნება ლიფტების და ცემენტის ქარხნები. რაც შეეხება ავტოქარხანას - ერთი ნაწილი იყიდა ჩინურმა მხარემ, სადაც თავისუფალ ინდუსტრიული ზონა გაიხსნა, მეორე ნაწილი კი, ქართულ მხარეს აქვს, სადაც არაფერი არ გაკეთებულა. იქ არის ქვის და ავეჯის ქარხნები,"- განაცხადა გივი ჭიჭინაძემ "მე-2" არხის გადაცემა "ეპიცენტრში".


ნანახია: 2677-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, დეპოს ქუჩის მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის არარსებობას უჩივიან.
"ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 27 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული.
ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აკეთებს.
ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აკეთებს.

ამინდი