"სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს და პედაგოგებს საფრთხე არ ემუქრებათ"
თარიღი : 27-12-2015, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საფრთხე არ ემუქრებათ," - ამის შესახებ წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს. სკოლაში, რომლის შენობა ამორტიზებულია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გვერდითი ფასადის და დერეფნის კედლები ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან მოსწავლეები და მასწავლებლები შენობის მეორე ფლიგელში იმყოფებოდნენ.
წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი აცხადებს, რომ სკოლაში განათლების სამინისტროდან ექსპერტთა ჯგუფს ელოდებიან. ექსპერტების მიერ დადებულ დასკვნაზეა დამოკიდებული სკოლის შენობას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება თუ მოსწავლეებს წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილ ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ.
"სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა ორი ფლიგელისგან შედგება. იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც შენობაში ბზარები გაჩნდა, ჩვენ მაშინვე მივიღეთ უსაფრთხოების ზომები. კერძოდ, მოსწავლეები და პედაგოგები მეორე, უსაფრთხო ფლიგელში გადავიყვანეთ სწავლის პროცესი რომ არ შეფერხებულიყო.ლენტით გადავღობეთ ფლიგელების გამყოფი დერეფანი, დავაყენეთ დარაჯი და დავაწესეთ მორიგეობა.მაშინვე მივმართეთ წერილით განათლების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს. ხვალ უკვე სამინისტროდან ექსპერტთა ჯგუფს ველოდებით. შემოწმდება ის ფლიგელი, სადაც მოსწავლეები არიან და თუ იმ ფლიგელს საფრთხე არ ემუქრება, არდადეგების პერიოდში გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება, მაგრამ თუ საშიშროება იქნა, მაშინ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, მოსწავლეებს ალტერნატიულ ფართში გადავიყვანთ და ზაფხულის პერიოდში შენობის რეაბილტიაცია მოხდება," - ამბობს მამუკა ჩხეტიანი.
ცნობისთვის, 2011 წელს სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის 100 000 ლარი გამოიყო. მამუკა ჩხეტიანის თქმით, იმ ეტაპზე სკოლის შენობაზე მსგავსი პრობლემა არ ფიქსირდებოდა.