Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ წყალტუბოს სკოლაში გაკვეთილების დროს ფასადის და დერეფნის კედლები ჩამოიშალა

თარიღი : 27-12-2015, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალოტუბოს საჯარო სკოლა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს. სკოლაში, რომლის შენობა ამორტიზებულია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გვერდითი ფასადის და დერეფნის კედლები ჩამოიშალა.

სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის პედაგოგის ფიქრია ქურასბედიანის თქმით, ამ დროისათვის სკოლის შენობის ერთი ფლიგელი დაცლილია, ხოლო დერეფანში გავლა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

http://topnews.com.ge/photo/news/20151227112354.png


"სკოლა დგას ძალინ დიდი პრობლემის წინაშე. სკოლის შენობა ამორტიზებულია და გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა, მაგრამ დღემდე არ მოხერხდა მისი შეკეთება. გასულ კვირაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჩამოიშალა კედლები ჩამოიშალა. საბედნიეროდ, იმ კლასებიდან, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, მოსწავლეები გადაყვანილი გვყავდა სხვა საკლასო ოთახებში და არავინ დაშავებულა, მაგრამ მდომარეობა სახიფათოა. მდგომარეობა დღემდე არ უნახავთ სპეციალისტებს და ისიც არ ვიცით, რამდენად უსაფრთხოა სასწავლო პროცესის წარმართვა შენობის დანარჩენ ნაწილში,"- ამბობს ფიქრია ქურასბედიანი.

პედაგოგმა დახმარებისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდს მიმართა. ფონდში განუცხადეს, რომ სკოლა დახმარებას ნამდვილად საჭიროებს, თუმცა მანამ იმერეთის რეგიონში არსებული რეაბილიტაციის საჭიროების მქონე სკოლების სიას შეისწავლიან.


ნანახია: 1890-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.
სოფელ გორდის სკოლა მცოცავ მიწაზე მდებარეობს, რის გამოც სკოლის შენობის კედლები დაბზარულია.
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
ახალი სასწავლო წლის სიხარულს ვერ გრძნობენ იმ სკოლებში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი ორჯერ ჩამოვარდა.