ტრაგიკულად დაღუპული 22 წლის ახალგაზრდის ხსოვნას ტურნირი მიეძღვნა
თარიღი : 27-12-2015, 00:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქომაგთა კლუბ „ჯუნგლების“ ორგანიზებით და საფეხბურთო კლუბ „ტორპედო"-ს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის სპორტის სასახლეში, აკაკი ჩიბურდანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში „ჩიბოს თასი 2015“ გაიმართა. აკაკი ჩიბურდანიძე, რომელიც 22 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა, "ტორპედო"-ს პრესსამსახურის თანამშრომელი იყო.
ტურნირის მიმდინარეობისას 8 მონაწილე ორ ჯგუფად გაიყო. პირველ-მეორე ადგილებზე გასულებს ნახევარფინალები ელოდათ. სათამაშო დრო ორი, 10-წუთიანი ტაიმით იყო განსაზღვრული.
„ა“ ჯგუფიდან, სადაც „Ultras Torpedo” (ქუთაისი), „პირატები“ (ბათუმი), „ჯუნგლები“ (ქუთაისი) და „ჩიბოს მეგობრები“ (ქუთაისი) პაექრობდნენ, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება „Ultras Torpedo“-მ და “პირატებმა“ მოიპოვეს.
„ბ“ ჯგუფიდან ნახევარფინალის საგზურები „ქართული სპორტის ქომაგებს“ (თბილისი) და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (ირფფ) გუნდს ერგოთ, მათ უკან „ზესტაფანები“ (ზესტაფონი) და „მე-12 მოთამაშე“ (ტყიბული) ჩამოიტოვეს.
გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ „პირატები“ და ირფფ-ს გუნდი დადგნენ. ზღვისპირელებმა ერთობ იოლად - 4:1 სძლიეს მეტოქეს და ტურნირის მთავარი ჯილდო დაიმსახურეს.
„ჩიბოს თასი 2015“ ბათუმს გაემგზავრა. თასის გარდა, ტურნირის ორგანიზატორების მიერ დაწესებული ყველა პრიზი - „საუკეთესო მწვრთნელისათვის“, „საუკეთესო მეკარისათვის“, „საუკეთესო მცველისათვის“, „გუნდის ლიდერის“, „საუკეთესო ბომბარდირისათვის“ ,“საუკეთესო მოთამაშისათვის“ აჭარის წარმომადგენლებმა აიღეს.