კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებამ კადეტებს ახალი წელი კონცერტით მიულოცა
თარიღი : 26-12-2015, 16:11 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ელისო ქაროსანიძემ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში, კადეთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებისათვის საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების აღსაზრდელები იღებდნენ.
დღესვე, ააიპ ქუთაისის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და გ. კვინიკაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო სფეროს განვითარების ხელშეწყობა და ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება წარმოადგენს.
კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის 2015 წლის საუკეთესო გამოცემები გადასცა.
"ბედნიერ საქართველოში გვეცხოვროს. ჯანმრთელები ვიყოთ სულით და ხორცით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2016 წელი ჩვენთვის კარგის მომტანი იქნება," - გაანცხადა ელისო ქაროსანიძემ.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. როგორც მურღულიამ აღნიშნა, ორმხრივი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.