საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა თერჯოლაში გაიმართა
თარიღი : 26-12-2015, 15:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა რეგიონებში გრძელდება.
ამჯერად, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თერჯოლაში ჩავიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.
ოპოზიციურმა პარტიებმა 240 ათასი ხელმოწერის საფუძველზე პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებები შესთავაზეს. ცვლილებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და პროპორციული, ასევე, სამხარეო-პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს.
"ძალიან საინტერესო შეხვედრები გვაქვს. დღეს არსებული შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან არის ყველასთვის მიუღებელი. ყველა ამბობს იმას, რატომ არ აპირებს ხელისუფლება 2016 წლამდე პროპორციულ-რეგიონალურ სისტემაზე გადასვლას და რატომ აჭიანურებს პროცესს 2020 წლისთვის?," – აცხადებს უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი.