"გირჩი" ქუთაისის მერიას კარვების გაშლისკენ მოუწოდებს
თარიღი : 26-12-2015, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, თავშესაფრის გარეშე მყოფი მოქალაქეებისათვის ქალაქის მერიას კარვების დაუყოვნებლივ გაშლისაკენ მოუწოდებენ. აღნიშნული განცხადება "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ცამციშვილის თქმით, კარვები მხოლოდ ერთ ადგილას არ უნდა გაიშალოს და შესაძლებელია მისი გაშლა ქალაქის სხვადასხვა უბანშიც. "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისმა დღევანდელ ბრიფინგზე ვიდეორგოლიც წარმოადგინა. ვიდეომასალაში ის პირობები იყო ნაჩვენები, რა პირობებშიც ქუთაისში თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ.
"ჩვენს პარტიაში იურისტებთან ერთად ექიმებიც არიან. ამ ადამიანებისათვის უკვე დავიწყეთ სამართლებრივი და სამედიცინო დახმარების გაწევა. ეს ადამიანები, რომლებიც მუყაოს ყუთებში ცხოვრობენ, ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისთვის," - აცხადებს თემურ ცამციშვილი.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში თავშესაფრის გარეშე მყოფი 40 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მილიონი ლარია ჩადებული.