„რუსთავი 2“-ის დაკავებული მხარდამჭერები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან "თავისუფალი ზონის" წევრები-ნიკოლოზ ნარსია, კახა გაბუნია და მირიან დეისაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდებულებმა თავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს სახით 3 000 -3000 ლარი უნდა გადაიხადონ.
პროცესის მიმდინარეობისას პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ეწინააღმდეგებოდა და დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არსებობდა ბრალდებულების მიმალვის საშიშროება, რაზეც დაცვის მხარემ პასუხად პასპორტების ჩაბარება შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს დააკავეს.