Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მაჟორიტარმა ბიუროს უფროსი გაათავისუფლა

თარიღი : 25-12-2015, 20:38 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ საკუთარი ბიუროს უფროსი ამირან ვაშაკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. სანიკიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საინფორმაციო სააგენტოTopnews.com.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა შემდეგი სათაურით: "ქუთაისის მაჟორიტარი მეწარმეებისგან კომერციულ ფართს ითხოვდა". მასალაში საუბარი იყო იმაზე, რომ ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს მეწარმეების დაშინებასა და მათთვის კომერციული ფართის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებენ. ადვოკატ ლედი ტუკვაძის განცხადებით, ქუთაისის მაჟორიტარის წარმომადგენელმა მეწარმეები დაიბარა და მათ დიდი ღირებულების კომერციული ფართი მოსთხოვა, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა.

მეწარმეების შევიწროვებისა და დაშინების შესახებ ტუკვაძის ბრალდებას მოგვიანებით თავად გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა. სანიკიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, აქ პირადი დავა ტუკვაძესა და მისი ბიუროს უფროსს, ამირან ვაშაკიძეს შორისაა და დავას კავშირი არ აქვს მაჟორიტართან.

„მანდ არის კონფლიქტი მიწასთან დაკავშირებით. ქალბატონმა ტუკვაძემ ააშენა სახლი, იქ ცხოვრობს ჩემი ბიუროს ხელმძღვანელი ამირან ვაშაკიძეც. მათ ჰქონდათ კონფლიქტი სივრცესთან დაკავშირებით. ამირან ვაშაკიძეს მე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მას აქვს შესაძლებლობა დაიცვას სამართლებრივი გზით თავისი უფლებები და აქვე ვთხოვე, რომ ეს არ გაკეთებულიყო ჩვენი ბიუროს სახელით. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მან ეს გააკეთა ბიუროს სახელით, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება - დღეს ამირან ვაშაკიძე დატოვებს ჩემს ბიუროს. მერე ალბათ გააგრძელებენ ერთმანეთთან დავას - აი ასე დასრულდა ეს ამბავი. ორივე მხარეს ვუსურვებ წარმატებას",-აცხადებს სანიკიძე.

თავად ამირან ვაშაკიძე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით მედიისთვის განცხადებას მომავალი კვირის ორშაბათს გააკეთებს.


ნანახია: 2505-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვაშაკიძე აცხადებდა, რომ საცხოვრებელი კორპუსი მას ზიანს აყენებდა.
ქუთაისის მაჟორიტარის წარმომადგენელმა მეწარმეები დაიბარა და მათ დიდი ღირებულების კომერციული ფართი მოსთხოვა, ხოლო წინააღმდეგობის
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ამირან ვაშაკიძე ბრიფინგს
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსის ამირან ვაშაკიძის ბრალდებებს ქალაქის მერიაში პასუხობენ.
აღნიშნულ თანამდებობაზე გელა გაბადაძე ამირან ვაშაკიძემ შეცვალა.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, 10 აპრილს, წყალტუბოში, „ნაციონალების“ წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში მისი

ამინდი