"მედიატორი" ქუთაისის დაგვა-დასუფთავებით უკმაყოფილოა
თარიღი : 25-12-2015, 20:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" ქუთაისის ბიუჯეტიდან ქალაქის დაგვა-დასუფთავებისათვის გაწერილი თანხების ხარჯვის არამიზნობრიობაზე საუბრობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, რომელიც ქალაქის დამსუფთავებელი ფირმის- ააიპ "სპეციალური სერვისები"-ს მიერ 2015 წლის ზაფხულის პერიოდში კონკრეტულ ქუჩებზე: (გელათის ქუჩა, თბილისის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა) შესრულებულ სამუშაოებს ეხებოდა.
"მედიატორმა" გამოითხოვა ინფორმაცია კონკრეტული ქუჩების დაგვა-დასუფთავების შესახებ. პასუხდ მივიღეთ, რომ 2015 წლის ზაფხულში გელათის, 26 მაისის, სოლომონ პირველის და თბილისის ქუჩებზე კომპანია დაგვა-დასუფთავებით სამუშაოებს ახორციელებდა, თუმცა ამ პერიოდში ეს ვერ მოხერხდებოდა, რადგან ყველა ქუთაისელისთვის ცნობილია, რომ ამ პერიოდში ეს ქუჩები გადათხრილი იყო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა,"- ამბობს "მედიატორი"-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი მარდალეიშვილი.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში "მედიატორი"-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას "სპეციალურმა სერვისებ"-მა არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, უნდა ჩაერეცხათ თუ არა მოცემული ქუჩები. გიორგი მარგალეიშვილი თვლის, რომ "სპეციალური სერვისები"-ს მხრიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
"სპეციალურ სერვისებ"-ში კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ.
"უბრალოდ ვიტყვით იმას, რომ ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარეობის პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ქუჩაზე და ამ ქუჩაზე მაცხოვრებლებისთვის მომსახურეობის გაწევა ჩვენი მხრიდან არ ხორციელდება. მარდალეიშვილის ლოგიკით, სამი თვე მაგ ქუჩებიდან ნარჩენები არ გადიოდა და 3 თვე ადამიანები ნაგავში იხრჩობოდნენ? ამას ხომ დიდი ამბავი მოყვებოდა. ქუჩების რეაბილიტაციის პროცესშიც ჩვენი სპეცტექნიკა და მეეზოვეები ახერხებდნენ პერიმეტრის დაგვას, რომ ძირს დაყრილ ნარჩენებს ჩვენი მოსახლეობა არ შეეწუხებინა," - ამბობს "სპეციალური სერვისები"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.
თამუნა სხულუხია