მერაბიშვილი: რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა ბურჯანაძის ხელით აქვს დაგეგმილი
თარიღი : 11-10-2013, 14:56 | კატეგორია: პოლიტიკა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი „ნაციონალების“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პოლიცილებს მოუწოდებს, არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალება.
მერაბიშვილის თქმით, კრემლი არ კმაყოფილდება დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით და სურს ბარიკადები ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირზე აღმართოს. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა ნინო ბურჯანაძის ხელით აქვს განზრახული.
„რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება - მას დაგეგმილი აქვს შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.ვილნიუსის სამიტის წინ, რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი როგორც ჩანს 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით,“- ამბობს მერაბიშვილი.