Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტობის კანდიდატები წინასაარჩევნოდ არ აქტიურობენ

თარიღი : 16-08-2013, 19:12 | კატეგორია: სტატიები   
topnews.com.ge
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების დაბალი აქტიურობა და სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლის ფაქტები- „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ “ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში კამპანიის ოფიციალურად დაწყების დღიდან 19 ივლისამდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის პირველი ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში პოლიტიკური პარტიებისა და მათი კანდიდატის მიერ 24 საჯარო შეხვედრა გაიმართა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში პარტიები გაცილებით აქტიურები იყვნენ, ვიდრე მიმდინარე წელს არიან.
„2012 წელს ივლისის თვეში ორგანიზაციის დაკვირვებით, სხვადსხვა რეგიონში პარტიებმა 174 შეხვედრა გამართეს, რაც საკმაოდ აღემატება 2013 წლის ივლისის თვეში გამართული საჯარო შეხვედრების რაოდენობას. ორგანიზაცია დადებითად აფასებს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშველის მიერ კამპანიაში მონაწილეობის მოტივით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს და მიაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ თანამდებობიდან გადადგომა მისასალმებელი მოვლენაა,“- ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ ზეწოლას, „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2 ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც მოქალაქეები სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლის თაობაზე საჯაროდ საუბრობდნენ. ორივე მათგანი შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორსა და კასპში მოხდა. ერთ შემთხვევაში ზეწოლა გამოიხატა პოლიტიკური აქტივისტის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფორმაში, ხოლო მერე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საკრებულოს დეპუტატის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მუქარას.
ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში ამ დროისათვის არ დაფიქსირებულა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები.
„წარსულში არჩევნებზე ხშირად ქონდა ადგილი ისეთ შემთხვევებს, როდესაც სოციალური პროექტების დიდი ნაწილის დაწყება წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვეოდა და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმებოდა,“ - ნათქვამია ანგარიშში.
საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციას ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები არ დაუფიქსირებია. თუმცა ანგარიშში ყურადღება ერთ საკითხზე არის გამახვილებული, რაც ფონდი „ქართუს“ მიერ ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ფინანსურ მხარდაჭერას შეეხება. ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ფონდი ახორციელებს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტია“. აღნიშნული პროექტი დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემას ითვალისწინებს. ორგანიზაცია მიჩვენს, რომ საზოგადოების მხრიდან საარჩევნო მიზნების მქონე პირთან ასოცირებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ამომრჩევლის მატერიალური დაინტერესებისკენ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის მიერ დადგენილი შეზღუდვებს და მიზნებს ეწინააღმდეგება.
„შესაბამისად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გართიანებების შესახებ“ კანონის პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ შეაჩეროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფორნდში“ ფინანსური და სხვა მატერიალური/არამატერიალური კონტრიბუციის განხორციელება და ამ კონტრიბუციის საფუძველზე მოქალაქეთათვის სხვადასხვაგვარი მატერიალური დახმარების გაწევა, ვინაიდან აღნიშნული საქმიანობა შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ მომდევნო ანგარიშს აგვისტოს დასაწყისში გამოაქვეყნებს.


ნანახია: 2334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ანგარიშში, ასევე, საუბარია რიგ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებისა და სოციალური და ინფრასტრუქტურული
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიში.
საარჩევნო კამპანიის გააქტიურების კვალდაკვალ გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის
საარჩევნო პერიოდში დარღვევის 8 ფაქტი გამოვლინდა
საარჩევნო მიმართულებით ორგანიზაცია ორ ახალ პროექტს ახორციელებს.