Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერელი ძალოსანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

თარიღი : 25-12-2015, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს, რუს ალექსეი ლოვჩევს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენის გამო ტიტული ჩამოართვა და ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონად ლაშა ტალახაძე გამოცხადდა.
როგორც ირკვევა, ლოვჩევმა გამოიყენა აკრძალული პრეპარატი იპამორელინი, რის გამოც ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვიცე-ჩემპიონზე გადადის.

შეგახსენებთ, რომ წელს, ნოემბერში, ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, +105 კგ წონით კატეგორიაში 22 წლის ქართველი ძალოსანი, ჯამში, 454 კგ-ით (ატაცი 207+აკვრა 247) მეორე ადგილზე გავიდა, ლოვჩევმა კი, რომელმაც რეკორდული შედეგი - 475 კილოგრამი აჩვენა, ოქროს მედალი მოიპოვა.
ლოვჩევის გარდა, აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში კიდევ 16 სპორტსმენია დადანაშაულებული. თავად რუსი სპორტსმენი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს და ტესტის ხელახალ ჩატარებას ითხოვს. თავის მხრივ, რუს ძალოსანს თანადგომას უცხადებს ქვეყნის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო, რომელიც ამბობს, რომ ლოვჩევს აკრძალული პრეპარატების გამოყენების უფლება ჰქონდა.


ნანახია: 1961-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჰიუსტონში მიმდინარე ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისათვის.
ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოა.
მეორე ადგილზე უკრაინელი, მესამეზე კი რუსი სპორტსმენი გავიდა.
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ამინდი