Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„გირჩი“ ქუთაისის მერიას 12 რეაბილიტირებული სტადიონის მისამართის დამალვაში ადანაშაულებს

თარიღი : 25-12-2015, 13:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი"-ს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

ცამციშვილის თქმით, მათ 2 კვირის წინ ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის მიწოდების თხოვნით მიმართეს. "გირჩი" რეაბილიტირებული მოედნების ადგილმდებარეობას ითხოვდა, თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

"მოგმართავთ ღიად. ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ იმ ინფორმაციის მოწოდებას რომელიც საჯაროა და ყველასათვის ხელმოსაწვდომი,"- აცხადებს თემურ ცამციშვილი.

"გირჩი"-ს განცხადებას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში პასუხობენ. სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია განმარტავს, რომ ქუთაისელმა "გირჩებმა" მორიგი სიცრუე გაავრცელეს.

„სტადიონების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, ჩვენთვის არცერთ პოლიკტიკურ ორგანიზაციას არ მოუმართავს. ზოგადად, „გირჩები“ რა ინფორმაციასაც ითხოვდნენ, ყველაფერზე პასუხი გაცემულია. სტადიონების ადგილდებარეობაზე „გირჩების“ ნაცვლად, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელზეც პასუხი მან დადგენილ ვადებში მიიღო“, - აცხადებს ზვიად ჯავახია.


ნანახია: 2570-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
განცხადებას ამის შესახებ 'გირჩი'-ს ქუთაისის ორგანიზაციაში აკეთებენ.
"გირჩი" თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების მძიმე პირობებზე საუბრობს.
"გირჩში" კრიტიკას პასუხობენ.
აღნიშნულის შესახებ 'გირჩი'-ს იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ.
რამდენიმე წელია, რაც ჭულუხაძე ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს. მისივე თქმით, საცხოვრებელი სახლი მეწყერსაშიშ ტერიტორიაზეა და მისი

ამინდი