ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს

იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ბავშვებმა კი სტუმრებისთვის საახალწლო კონცერტი გამართეს.
,,დღეს უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ეს ბავშვები საზოგადოებაში ინტეგრირებულები არიან. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მათზე ზრუნვა და ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მათ გვერდით დაუდგეთ,"-აღნიშნა პაატა ნადირაძემ.
აღნიშნული პანსიონი დასავლეთ საქართველოში ერთადერთია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აღზრდასა და განათლებას ემსახურება.
დღესვე, ჭიათურაში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სკოლასთან არსებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. აღნიშნული სკოლამდელ დაწესებულებაში გარდა სააღმზრდელო სწავლებისა მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სასულიერო სწავლებას.