აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ქუთაისში ანგარიში წარადგინა
თარიღი : 24-12-2015, 19:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის 2015 წლის ანგარიში წარადგინა.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, ანგარიშში წარმოდგენილი იყო ის ძირითადი პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც აფხაზეთის მთავრობა 2015 წელს მუშაობდა. ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი იმერეთსა და აჭარაში ზაზა ჩაჩავა, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანგარიშის წარდგენა კითხვა-პასუხის რეჟიმით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის ანგარიში უკვე წარადგინა საქართველოს პარლამენტში. ამჯერად, ანგარიშის წარდგენას ყოლბაია საქართველოს მასშტაბით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილთათვის განაგრძობს.