Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მაჟორიტარი მეწარმეებისგან კომერციულ ფართს ითხოვდა"

თარიღი : 24-12-2015, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს მეწარმეების დაშინებასა და მათთვის კომერციული ფართის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებენ. ადვოკატ ლედი ტუკვაძის განცხადებით, ქუთაისის მაჟორიტარის წარმომადგენელმა მეწარმეები დაიბარა და მათ დიდი ღირებულების კომერციული ფართი მოსთხოვა, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა.

"ეს ხდება იმ დაპირებების ფონზე, რომელიც გუბაზ სანიკიძემ ქუთაისელებს მისცა, მაგრამ დღემდე არც ერთი დაპირება შეუსრულებია და საკუთარი ამომრჩევლები ამ ადამიანს ეძებენ. ყველას გვახსოვს მისი ცნობილი ფარული ჩანაწერები, სადაც ის მილიონერობაზე ოცნებობდა. ეს ოცნება ვერ აიხდინა, მაგრამ გამდიდრების სურვილი მაინც კლავდა. იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო ბიზნესისთვის, რასაც ჩვენი მამამარჩენალი ბატონი ბიძინა ქადაგებს, მაქსიმალური ხელშეწყობა ბიზნესსო, გუბაზ სანიკიძემ სამიზნეები შეერჩია და ერთ-ერთი სამიზნე შემთხვევით ჩემი ოჯახის წევრი აღმოჩნდა. მისმა წარმომადგენელმა მეწარმეები კომერციული ფართის გადაცემაზე რომ ვერ დაითანხმა, მართლაც ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა მათ წინააღმდეგ და დღეს ამ ადამიანების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სასამართლოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავა," -აცხადებს ადვოკატი.

ლედი ტუკვაძის თქმით, მოცემულ თემაზე ის გუბაზ სანიკიძეს პირადად შეხვდა. როგორც ადვოკატი ამბობს, ის მაჟორიტარს კონკრეტული მტკიცებულებებით ამხელს, ხოლო პროკურატურას მეწარმეების დაშანტაჟების ფაქტის გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
http://www.picz.ge/img/s4/1512/24/5/5438a6b09795.jpg


http://www.picz.ge/img/s1/1512/24/d/d64199ba810a.jpg


"როდესაც მე მას ვუთხარი, რომ არსებობს უმარავი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ საქმეში მის მონაწილეობას ამტკიცებს, მან მითხრა, რომ შეუძლებელია მასეთი საბუთი ბუნებაში არსებობდესო. მე აღნიშნული დოკუმენტების ნაწილი მოვიპოვე. გავიგე ისიც, რომ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ჩემი ოჯახის წევრის მიმართ უკანონო აუდიო და ვიდეო მოსმენებს ახორციელებდა. მე მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნულით და გაარკვიონ, რა აუდიო- ვიდეო მასალები აქვს სანიკიძის ბიუროს ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მე ვთხოვ პროკურატურას, შეისწავლოს ეს საქმე და გაარკვიონ სანიკიძის დაინტერესება," - ამბობს ლედი ტუკვაძე.

მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც მაჟორიტარი კომერციულ ფართს ითხოვდა, ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე შენდება. კორპუსს 7 კაცისგან შემდგარი ამხანაგობა აშენებს. ლილე ტუკვაზ, რომელიც მშენებლობას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ კორპუსის მშენებლობა წნეხის ქვეშ ხორციელდება.

"ქუთაისის მაჟორიტარი ამ ყველაფრისთვის საკუთარ ტრიბუნას იყენებს. მისი ბიუროს სახელით რეკავდნენ პროკურატურაში და იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ მასალებს გვაწვდიან. უფრო მეტიც, "ენერგო პრო ჯორჯია"-მ ჩვენი ხარჯით გადაგვატანინა მაღალი ძაბვის კაბელი, რადგან გუბაზ სანიკიძის სახელით დარეკეს ენერგოკომპანიაში. პროკურატურაში მშენებლობის დაწყების დღიდან აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მე ხელთ მიჭირავს განცხადებები, რომელიც ქალაქის მერიაში სანიკიძის ბიუროს სახელით იგზავნებოდა. მერიაში ხშირი იყო გუბაზ სანიკიძის ზარები. სანიკიძე ნამდვილად აიძულებდა ქუთაისის მერს და მისი სამსახურის უფროსს რომ ჩემს წინააღმდეგ ემოქმედათ. მოდიოდნენ და მამოწმებდნენ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ნახულობდნენ. თუ გუბაზი არ არის ამ ყველაფერის უკან, გამოვიდეს და თქვას და თუ არის, ისიც კაცურად აღიაროს," - ამბობს ლილე ტუკვაძე.

გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსი ამირან ვაშაკიძე აცხადებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მხრიდან რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ვაშაკიძე იმასაც აცხადებს, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მისი სახლის მეზობლად ხორციელდება და ის ამ მშენებლობის წინააღმდეგია.

"მე ამ მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობას ვითხოვ. ჩემი უსაფრთხოება ირღვევა და ამიტომ ვითხოვ მშენებლობის შეჩერებას. კერძო და პირად ინტერესებზე აქ არ არის საუბარი. ეგეთი რაიმე არც ყოფილა,"-აცხადებს ვაშაკიძე.


ნანახია: 3455-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვაშაკიძე აცხადებდა, რომ საცხოვრებელი კორპუსი მას ზიანს აყენებდა.
თავად ამირან ვაშაკიძე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით მედიისთვის განცხადებას მომავალი კვირის ორშაბათს
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსის ამირან ვაშაკიძის ბრალდებებს ქალაქის მერიაში პასუხობენ.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, 10 აპრილს, წყალტუბოში, „ნაციონალების“ წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში მისი
სანიკიძის თქმით, გადაწყვეტილება მან და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო.
აღნიშნულ თანამდებობაზე გელა გაბადაძე ამირან ვაშაკიძემ შეცვალა.

ამინდი