ადვოკატი: გოგა ძველაიას თვითმკვლელობა გაუჭირდებოდა, რადგან მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა
თარიღი : 11-10-2013, 14:46 | კატეგორია: სამართალი

ქუთაისის N2 ციხეში გარდაცვლილი პატიმრის 16 წლის გოგა ძველაიას ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე აცხადებს, რომ გარდაცვლილს მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა და ის თვითმკვლელობას ვერ ჩაიდენდა. ამის შესახებ ადვოკატმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორთან, ილია ჯალაღანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლედი ტუკვაძეს საოლქო პროკურატურაში თან გარდაცვლილის მამა დავით ძველაია ახლდა, რომელსაც გუშინ მიღებული მიკროინფარქტის შემდეგ, მეტყველება უჭირს.
ადვოკატის თქმით, გარდაცლილის ოჯახიც გოგა ძველაიას ციხეში მიყვანის მომენტიდან ყველა სათვალთვალო კამერის გახსნას და ჩანაწერების დათვალიერებას ითხოვს.
"ექსპერტმა დაათვალიერა მიცვალებულის გვამი და მას გარეგნულად რაიმე დაზიანებები არ აღენიშნა, თუმცა ეს არ გამორიცხავს ფსიქოლოგიური ზეწოლის მომენტს. პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ადამიანმა, რომელსაც მარჯვენა ხელი პარალიზებულ იჰქონდა და ვერ იყენებდა, როგორ შეძლო თვითმკვლელობა,"- განაცხადა ადვოკატმა.
ლედი ტუკვაძის თქმით, ოჯახმა გარდაცვლილის დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ გოგა ძველაიას ციხეში თვითმკვლელობის შესახებ 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. თუმცა ოჯახს არ ვსჯერა, რომ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. ისინი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ.