Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გარემოსდამცველები ზესტაფონში წაბლის ტყეებს შეაფასებენ

თარიღი : 24-12-2015, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ეროვნული სატყეო სააგენტო, CENN-თან და ილიას უნივერსიტეტთან ერთად ზესტაფონს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი წაბლის დეგრადირებული ტყეების შეფასება და მარაგების დათვლის მეთოდოლოგიის შემუშავება იყო.

"წაბლის კორომებში ჯანსაღი ხეები თითქმის აღარაა – ყველა მათგანი რამდენიმე წლის წინ კომერციული მიზნით მოიჭრა; მოჭრილი ხეებიდან მხოლოდ ძირია გამოღებული; თავგანებებულია წაქცეული მთლიანი ხეები და მსხვილი მორები, რომელსაც კომერციული წუნი აღმოაჩნდა; რაც შეეხება გამხმარ და კიბოთი დაავადებულ წაბლებს, რომლის მოჭრა და გაქერქვა ლიცენზიის გაცემის მიზანი და ხელშეკრულების მთავარი პირობა იყო, ხელი არაა ნახლები. ერთ დროს უნიკალურ წაბლნარებში ზეზემდგომი ხმელი ხეები და ჩახერგილობა ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფის სურათს ქმნის", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, მერაბ მაჭავარიანის განცხადებით, შემუშავებულია დაავადებული წაბლნარების მართვის კონცეფცია, რომელიც მოკლე პერიოდში პროექტად ქცევას და განხორციელებას მოითხოვს.

"პირველ რიგში, საჭიროა ტყეების გაწმენდა როგორც ზეზემდგომი ხმელი ხეებისგან, ასევე ჩახერგილობისგან, რათა მას განახლების საშუალება მიეცეს. ეს მერქანი ჯერ კიდევ შეგვიძლია განვიხილოთ კონდიციურ რესურსად, რომლის გამოყენებაც სამასალედაც შეიძლება, საშეშედაც და ბიოსაწვავადაც. ამისთვის კი საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ მარაგები და ტყეების გაწმენდის გეგმა მოვარგოთ მისი გამოყენების შესაძლებლობებს", – ამბობს მერაბ მაჭავარიანი.

ადგილობრივი მეტყევეების ინფორმაციით, ზესტაფონში წლიდან წლამდე სულ უფრო პრობლემური ხდება შეშაზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.

"ყოველწლიურად ათი ათასობით ხე იბეჭდება მოსაჭრელად. ეს პროგრამა მილიონობით ხეს გადაარჩენს", – აცხადებენ ზესტაფონში.

მარაგების დასათვლელად ეროვნული სატყეო სააგენტო, CENN-თან და ილიას უნივერსიტეტთან ერთად, ახალ ტექნოლოგიების გამოყენებაზე იმსჯელებს. ამ მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, უკვე განხორციელდა საცდელი აეროფოტოების გადაღება დრონის საშუალებით. სპეციალისტები მარაგების დათვლაში აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობებს დაადგენენ და შესაბამის ტექნიკურ დავალებასაც მოამზადებენ.

ipn.ge


ნანახია: 1392-ჯერ

მსგავსი სიახლეები
Topnews.com.ge-სთან საუბარში რეინჯერი ამბობს, რომ ჭიათურაში დიდი რაოდენობით წაბლისა და მუხის მოჭრილი ხეები აღმოაჩინა, დაასურათა
დღეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ამ ეტაპზე ტყეთსარგებლობის პროცესების შესწავლა და დაკვირვება ბაღდათის სატყეო უბნებზე ხორციელდება.
წლების წინ გაუვალი ტყის ტერიტორია დღეს განადგურებულია.
ტყის განახლების პროექტი პერმანენტულად გაგრძელდება და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
აქცია გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეში, სოფელ ოფურჩხეთში.