Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

თარიღი : 23-12-2015, 23:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.

პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა. სამუშაოების ღირებულება 2,5 მლნ ლარია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი, ფარგლებში აშენდება საინფორმაციო ცენტრი, კაფეტერია, საპირფარეშო, სუვენირების მაღაზია და მოეწყობა ავტოსადგომი. ამავდროულად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრამდე მისასვლელ 600-მეტრიან გზას. გაიმართება წყლისა და კანალიზაციის ქსელი. ასევე, ჩატარდება მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გელათის მონასტრის გუმბათისა და კედლების რესტავრაცია/კონსერვაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს და დადებითად იმოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-მატერიალურ მდგომარეობაზე.


ნანახია: 2179-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურაც.
ამავდროულად მიმდინარეობს მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები.
სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.
რეაბილიტირებული გზა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

ამინდი