Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩრდილელი ღარიბაშვილზე:მას შეუძლია-პოლიტიკურ, წყალქვეშა რიფებს შორის ისე გაცუროს, რომ ნაკაწრიც არ ჰქონდეს

თარიღი : 23-12-2015, 20:38 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ქვეყნის პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმიანება.

"ირაკლის დღეს გადადგმული ნაბიჯი კარგად თუ ავწონ-დავწონით, დასაფასებელია. ადამიანი, მით უმეტეს ახალგაზრდა კაცი, როდესაც არ არის (თან როგორ) სკამზე ჩაბღაუჭებული, ეს გასათვალისწინებელია. ის, ყოველთვის გამოირჩევა მრავალწახნაგოვანი, ანალიტიკური, სხარტი აზროვნებით, პიროვნულად არის ლიდერი, მასთან მეგობრობა, თანამშრომლობა, თანამებრძოლობა არის უდიდესი პატივი და შინაგანი კომფორტი, რომ გყავს ლიდერი, რომელმაც იცის თუ როგორ სწრაფად აუღოს ალღო, შექმნილ ვითარებას. ბევრჯერ ყოფილა სტრესული სიტუაცია, როდესაც მის მიერ სწორად გადადგმულ ნაბიჯს თუ გამოსვლას, მდგომარეობა განუმუხტავს. მას შეუძლია-პოლიტიკურ, წყალქვეშა რიფებს შორის ისე გაცუროს, რომ ნაკაწრიც კი არ ჰქონდეს გემს. მე მგონი, ყველა დარწმუნდა ამაში, განსაკუთრებით, ბოლო თვეებში, როდესაც ირაკლის და მისი გუნდის, ყოველდღიურმა რუტინულმა მუშაობამ, შედეგი გამოიღო. ირაკლიმ დაუბრუნა, რწმენა მომავლისა-სამშობლოსა თუ ემიგრაციაში მცხოვრებ, მილიონობით ადამიანს. წლების მანძილზე, მას თავს დაატყდა, ოპონენტების მიერ ხელოვნურად შექმნილი-ცილისწამების ვეზუვი, არა მარტო პიროვნულად, არამედ მისი ოჯახის წევრებისადმი, იფრქვეოდა ტყუილების ამაზრზენი ჩანჩქერი, მაგრამ...ირაკლი არ დაბოღმილა, არ ქცეულა შურისმაძიებელ ურჩხულად, მან შეინარჩუნა ადამიანის, კაცის, ლიდერის სახე... ჩვენი, მრავალფეროვანი კოალიციის გაძღოლა, არაა მთლად ადვილი საქმე, მაგრამ ირაკლიმ ესეც ღირსეულად შეძლო... ვთვლი, რომ ის უკვე ღირსეულად შევიდა-საქართველოს, უახლეს ისტორიაში...მჯერა, რომ ადრე თუ გვიან მაინც დაუბრუნდება, ქართულ პოლიტიკას.. ირაკლი, უდიდესი მადლობა! ჩვენს გუნდს, თქვენი- გვჯერა, გვწამს, გვეიმედება!,"-წერს ჩრდილელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის წლის 20 ნოემბერს დაიკავა. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.


ნანახია: 1939-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შესაბამისი განცხადება ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.
როგორც ჩრდილელი ამბობს, მან სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც გამოიძახა, თუმცა, ადგილზე მათი მოსვლის დროს, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი
ახალი პრემიერ–მინისტრის ვინაობა ცნობილია. აღნიშნულ თანამდებობაზე მოქმედმა პრემიერმა ივანიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილმა ქალაქში მიმდინარე სხვა ინფრასტქრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა
სამტრედიაში, ავტოსადგურის მძღოლებმა საპტოტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ქალაქში კიდევ ერთი ავტოსადგურის გახსნას

ამინდი