Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

თარიღი : 23-12-2015, 20:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. შესაბამისი განცხადება ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.

"ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ჩვენ მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი - თავისუფლება და ღირსება. ასევე ჩვენს მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებით და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს - გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, დღეს, ისე, როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. "ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე - საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი ავროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის წლის 20 ნოემბერს დაიკავა. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

პოლიტიკურ კარიერამდე ირაკლი ღარიბაშვილი 2004–2005 წლებში მუშაობდა "ქართუ ჯგუფის" კომპანია "ბურჯში". 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.


ნანახია: 1613-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი პრემიერ–მინისტრის ვინაობა ცნობილია. აღნიშნულ თანამდებობაზე მოქმედმა პრემიერმა ივანიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის ყოფილი შენობა სავარაუდოდ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ქვეყნის პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმიანება.
იმერეთის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა,

ამინდი