ვანის სოფელ სულორში ორი მცირეწლოვანი დედის გარეშე დარჩა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში ორი მცირეწლოვანი დედის გარეშე დარჩა. დვალიშვილების ოჯახში ტრაგედია დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა, რა დროსაც ოჯახის რძალი, 23 წლის გოგონა თრომბით გარდაიცვალა.
სოფელ სულორის რწმუნებული მიხეილ ხურციძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია.

"ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება მოულოდნელად მოხდა. ჯანმრთელი იყო და არაფერს უჩიოდა. ერთი წლის და 4 თვის და სამი კვირის ორი შვილი დარჩა. უფროსი შვილი გოგონას მშობლებმა წაიყვანეს. პატარა ოჯახში რჩება. ოჯახში ქმარი, და დედამთილ-მამამთილია. უკიდურესად გაჭირვებულები არიან და სოციალურ დახმარებასაც არ იღებენ. ხვალ ველოდებით სოციალური აგენტის მოსვლას," -ამბობს სოფლის რწმუნებული.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დვალიშვილების ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას აწყობს. ვისაც აქციაში მონაწილეობის და დედის გარეშე დარჩენილი ორი მცირეწლოვანის დახმარების სურვილი აქვს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 598 38 27 60; 595 03 43 02.