Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პირადობის მოწმობის დაზღვევა-რა პრივილეგია აქვს ახალ სერვისს?

თარიღი : 23-12-2015, 14:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვის ან დაზიანების გამო, მოქალაქეებს დოკუმენტის დაზღვევის შემთხვევაში, საბუთების აღდგენა ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეეძლებათ.

თბილისის იუსტიციის სახლში, დღეს, ახალი სერვისის პრეზენტაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა, იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა და "ჯი პი აი ჰოლდინგი"-ს გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, პირადობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვის, დაზიანების, ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შემთხვევაში, ჯიპიაი ჰოლდინგი დაფარავს საბუთის აღდგენის ღირებულებას და მოქალაქე ახალ საბუთს სრულიად უფასოდ მიიღებს.

პირადობის ელექტრონული მოწმობის მე-10 სამუშაო დღეს მიღებისთვის დაზღვევის ღირებულება მხოლოდ 3 ლარს შეადგენს, დაზღვევის გარეშე საბუთის საფასური 33 ლარია. თუ მოქალაქეს პირადობის მოწმობის აღდგენა იმავე დღეს სურს, ასეთ დროს დაზღვევის ფასი 7 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე მოწმობის იმავე დღეს მიღების საფასური 68 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პასპორტს, ამ შემთხვევაში დაზღვევის ფასი 5 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მე-10 სამუშაო დღეს 103 ლარის გადახდის სანაცლოდ გაიცემა. თუ მოქალაქეს პასპორტის აღდგენა იმავე დღეს სურს, ასეთ დროს დაზღვევის ფასი 10 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე პასპორტის იმავე დღეს მიღების საფასური 208 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია ის, რომ "ჯი პი აი ჰოლდინგის" დაზღვევის ახალი სერვისით პირველმა თავად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა, ისარგებლა და პირადობის ელექტრონული მოწმობა დააზღვია.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაზღვევის შეძენა, მთელი საქართველოს მასშტაბით, შესაძლებელია იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და ექსპრეს საზოგადოებრივ ცენტრებში.

დოკუმენტის დაზღვევა შესაძლებელია საბუთის დამზადებაზე განაცხადის მიღების პროცესში. ასევე შესაძლებელია უკვე გაცემული პასპორტისა და პირადობის მოწმობის დაზღვევაც თუ ის გაცემულია 2015 წლის 1 იანვრიდან (ხელშეკრულების დადებამდე) და მისი გადაცემიდან გასული არ არის ერთი წელი.


ნანახია: 2335-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დოკუმენტების დაზღვევის პროექტის ფარგლებში (რომელიც 2015 წლის 23 დეკემბრიდან დაიწყო), უკვე მიღებულია 2401 განაცხადი.
2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ
აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ ის პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი
იუსტიციის მინისტრის ინიციატივა-პირადობის მოწმობები უფასოდ.
ატესტატის მისაღებად აბიტურიენტებმა იუსტიციის სახლის სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებისათვის საქართველოს მოქალაქეები

ამინდი