Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მუსლიმებს პრობლემები შეუქმნეს

თარიღი : 23-12-2015, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა სტრუქტურებმა ბრიტანელ მუსლიმებს კალიფორნიის დისნეილენდში შესვლა აუკრძალეს, რის გამოც მუსლიმები დახმარებას ბრიტანეთის პრემიერს სთხოვენ. მუსლიმანური სარწმუნოების მატარებლები დევნაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც 15 დეკემბერს, მოჰამედ ტარიქ მაჰმუდს, რომელიც ძმასთან და 9 შვილთან ერთად გეთუიკის (ქ.ლონდონი) აეროპორტიდან ლოს ანჯელესში გაფრენას ცდილობდა, აეროპორტის დაცვის თანამშრომლებმა პრობლემა შეუქმნეს.

მაჰმუდსა და მისი შვილებს, რომლებიც 8 წლიდან 19 წლამდე ასაკის არიან, შეატყობინეს რომ ბორტზე არ დაიშვებიან. მაჰმუდის აზრით,აშკარა იყო რატომ გააუქმეს მათი ბილეთები. მათ არ აუნაზღაურდათ ფრენის ღირებულება, რაც 13 340 დოლარს შეადგენდა და ნაყიდი ნივთების დაბრუნებაც მოუხდათ.

"ეს ყველაფერი ამერიკაზე განხორციელებული თავდასხმების გამო ხდება. ისინი ფიქრობენ, რომ ყველა მუსლიმი საშიშროებას წარმოადგენს. არასდროს ვყოფილვარ ასეთი გაღიზიანებული. მე აქ მაქვს სამსახური და ბევრი საქმე, მაგრამ ჩვენ სხვა მუსლიმებთნ დაშორებულები ვართ," - ამბობს მოჰამედ ტარიქ მაჰმუდი.

ერთ-ერთი პარლამენტარი და Labour Co-Operative პარტიის წევრი სტელა კრისი დავიდ კამერონს შექმნილი სიტუაციის დარეგულრიების მიზნით, ჩარევას სთხოვს. კრისი ბრიტანეთის პრემიერს ამერიკის საკონსულოსა და ბრიტანელ მუსლიმებთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს და მომხდარ ფაქტს დისკრიმინაციას უწოდებს. მუსლიმებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას ითხოვს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დონალდ ტრამპი. ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი კი ტრამპის ამ განცხადებას მხოლოდ სამი სიტყვით აფასებს: სულელური, არასწორი და გაურკვეველი.

თეონა კაცაძე


ნანახია: 2243-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქცია 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გაიმართა.
ამერიკის დღეების ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
სტუდენტებთან საუბრისას ბერძენიშვილი გენდერული ბალანსის თემას და ქორწინების საკითხს შეეხო.

ამინდი